ნინოწმინდაში, აკრძალვის მიუხედავად, სპორტული ღონისძიება გაიმართა

500

სტატიის გაგრძელება

დღეს, 16 ივნისს ნინოწმინდაში, სოფელ პატარა არაქალში ფეხბურთის ტურნირი გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე სპორტული ღონისძიების გამართვა არ შეიძლება, ამიტომ სპორტულ შეჯიბრებაში მონაწილე ყველა პირი ჯარიმდება. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

ნინოწმინდაში გარიკ წარუკიანის სახელობის ტურნირი ფეხბურთში სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში 10–მდე სოფლის ახალგაზრდობა იღებდა მონაწილეობას. დღეს კი გამარჯვებული გუნდების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

რადიო „ნორის“ მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს რომ ღონისძიებაზე 20-ზე მეტი პირი იმყოფება, მონაწილეებს ღონისძიების ორგანიზატორები მედლებით აჯილდოვებენ.

“სამხრეთის კარიბჭე” დაუკავშირდა მთავრობის ადმინისტრაციას, სადაც გვითხრეს, რომ მსგავსი ღონისძიებების ჩატარება ამ ეტაპზე აკრძალულია და დარღვევის შემთხვევაში დაჯარიმდება, როგორც მონაწილე პირები, ისე ორგანიზატორი.

მათივე თქმით, მომხდარზე რეაგირება პოლიციამ უნდა მოახდინოს: „პოლიცია თუ მივა ადგილზე იმ შემთხვევაში იქნება დაჯარიმება“.