ზუგდიდში, მიმდინარე წელს 60-მდე გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

896

ზუგდიდში, ჭაქვინჯის ადმინისტრაციულ ერთეულში, ბაღმარანის უბანში, საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, სამუშაოების მიმდინარეობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია გაეცნო.

უწყების ცნობით, რეაბილიტირდება 5 კილომეტრამდე საავტომობილო გზა, რომლის ღირებულება 1 600 000 ლარია. ეწყობა სანიაღვრე არხებიც.

გიორგი შენგელიას ინფორმაციით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა 21 ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს, ზუგდიდში კი 36 გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.

ზუგდიდის მერიის ცნობით, ჯამში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით 60-მდე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია განხორციელდება.