გახარია თვითდასაქმებულებზე: მერწმუნეთ, რომ ყველას დავეხმარებით იმ პროგრამით, რაც არის გათვალისწინებული

625

თვითდასაქმებული არის დაახლოებით 150 ათასი ადამიანი და მერწმუნეთ, რომ ყველას დავეხმარებით, – ასე უპასუხა პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ დეპუტატების კითხვას.

მისივე თქმით, დარეგისტრირებული 800 ათასი თვითდასაქმებულიდან დაახლოებით 600 ათასია თვითდასაქმებულია სოფლად.

„შესაბამისად, გლეხი და ფერმერი, რომელიც სოფლად მუშაობს და თვითდასაქმებულად აღიქვამს მას საქსტატი, სოფლის მეურნეობის პროგრამებით ვეხმარებით, აქეთ გვრჩება დაახლოებით 200 ათასი ადამიანი, რომელიც თვითდასაქმებულად რჩება, აქედან ამ 200 ათასიდან, ნაწილი მიდის იმ სოციალურ პროგრამებში, 60-იდან 100 ათას ქულამდე. დაახლოებით რჩება 150 ათასი ადამიანი და მერწმუნეთ, რომ ყველას დავეხმარებით იმ პროგრამით, რაც არის გათვალისიწნებული,” – განაცხადა გახარიამ.

მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის თანახმად, რომელიც პრემიერმინისტრმა გიორიგი გახარიამ საზოგადოებას 24 აპრილს წარუდგინა, საქართველოს მთავრობა 6 თვის განმავლობაში ჯამში 1200 ლარს, ანუ თვეში 200 ლარს გადაუხადოს მათ, ვინც სამსახური დაკარგა ან უხელფასო შვებულებაში გადავიდა.

4 მაისს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას მიერ ხელმოწერილი დადგენილება №286, სადაც განსაზღვრულია კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებული დასაქმებულებიდან კომპენსაციას ვინ მიიღებს და ვინ – არა.

ასევე, თვითდასაქმებულ მოქალაქეებს, მათი იდენტიფიცირების შემდეგ, სახელმწიფო ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარს გადაუხდის.

4 მაისს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას მიერ ხელმოწერილი დადგენილება №286, რომლითაც განისაზღვრა ვისზე, როდიდან და რა ფორმით გაიცემა თვითდასაქმებულებზე კომპენსაცია.