ქალაქ ახალციხის რვავე საბავშვო ბაღში ორშაბათიდან საზაფხულო არდადეგები იწყება. ბაღებში სწავლა 4 სექტემბრამდე შეწყდება.
ახალციხის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის ნანა ბერიძის თქმით, წელს ქალაქის რვა ბაღში, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება 300–მა ბავშვმა დაამთავრა. ახალი სასწავლო წლიდან ბაღები ისევ 300–მდე ბავშვს მიიღებენ, ზუსტი რაოდენობა სექტემბრის ბოლოს გაირკვევა.
„არის შემთხვევები, როცა ბავშვები არ ჩერდებიან და ვერ ეგუებიან ბაღს, ამიტომ მიყავთ მშობლებს. ზუსტად რამდენი აღსაზრდელი გევყოლება, ამას ახლა ვერ განვსაზღვრავთ“, – ამბობს ნანა ბერიძე.
წყარო: სამხრეთის კარიბჭე