პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია ბიზნესოპერატორებს, რომლებსაც სამსახურიდან თანამშრომლების გაშვება მოუწიათ, მოუწოდებს, ეფექტურად ითანამშრომლონ შემოსავლების სასმახურთან, რათა არავინ დარჩეს დახმარების მიღების გარეშე.
როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აუცილებელია, რომ ეს დახმარება მოქალაქეებმა რაც შეიძლება სწრაფად მიიღონ.
“გეგმის მიხედვით, ჩვენი ის მოქალაქეები, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, მიიღებენ კომპენსაციას 1200 ლარის მოცულობით, მაგრამ ამ კომპენსაციის მისაღებად ძალზედ მნიშვნელოვანია ეფექტური თანამშრომლობა როგორც მთავრობასა და მოქალაქეს, ასევე მთავრობასა და კონკრეტულ ბიზნესოპერატორებს შორის. ამიტომ, მე მინდა, მოვუწოდო ყველა იმ ბიზნესოპერატორს, რომელსაც მოუწია სამწუხაროდ, თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნა, უფრო ეფექტურად და შედეგიანად ითანამშრომლოს შემოსავლების სამსახურთან, ფინანსთა სამინისტროსთან, რამეთუ ამ მოქალაქეების რაოდენობა იყოს უფრო დეტალურად დაფიქსირებული და ჩვენ არ დაგვრჩეს დახმარების გარეშე არც ერთი მოქალაქე, რომელსაც ასეთი დახმარება სჭირდება.
ასევე, მინდა დავავალო შემოსავლების სამსახურს, რომ ის მონაცემები, რომლებიც აუცილებელია იმისთვის, რომ სწრაფად და ეფექტურად გაიცეს კომპენსაციები, შეგროვებული იყოს რაც შეიძლება მალე, უმოკლეს ვადებში იმისთვის, რომ თითოეულ მოქალაქემ, რომელსაც ეს დახმარებს სჭირდება, მიიღოს დროულად. ამ დახმარების ფასი არის მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენ ამ დახმარებას მოქალაქეებს ვაძლევთ დროულად, მაშინ როდესაც მათ ეს დახმარება სჭირდებათ”, – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის თანახმად, რომელიც პრემიერმინისტრმა გიორიგი გახარიამ საზოგადოებას 24 აპრილს წარუდგინა, საქართველოს მთავრობა 6 თვის განმავლობაში ჯამში 1200 ლარს, ანუ თვეში 200 ლარს გადაუხადოს მათ, ვინც სამსახური დაკარგა ან უხელფასო შვებულებაში გადავიდა.
4 მაისს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას მიერ ხელმოწერილი დადგენილება №286, სადაც განსაზღვრულია კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებული დასაქმებულებიდან კომპენსაციას ვინ მიიღებს და ვინ – არა.
ასევე, თვითდასაქმებულ მოქალაქეებს, მათი იდენტიფიცირების შემდეგ, სახელმწიფო ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარს გადაუხდის.
4 მაისს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას მიერ ხელმოწერილი დადგენილება №286, რომლითაც განისაზღვრა ვისზე, როდიდან და რა ფორმით გაიცემა თვითდასაქმებულებზე კომპენსაცია.