როდის დაიწყება მიწის სისტემური რეგისტრაცია ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში

596

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები იწყება. მუნიციპალიტეტში მიწების რეგისტრაცია მიმდინარე წლის მაისში დაიწყება და 2024 წლის აგვისტოში დასრულდება.

საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგი ასეთია:

2022 წელი –ცაგერი – მაისი; ლასურიაში – მაისი; წიფერჩი – აგვისტო; ჩქუმი – აგვისტო; ზუბი – აგვისტო.

2023 წელი –ალპანა – მაისი; საირმე – მაისი; უსახელო – მაისი; ღვირიში – მაისი; ნაკურალეში – მაისი; ტვიში – მაისი; ოყურეში – სექტემბერი; აღვი – სექტემბერი.

2024 წელი –ლუხვანო – ივნისი; ქვ. ცაგერი – ივნისი; ჩხუტელი – ივნისი; ორბელი – აგვისტო; სპათაგორი – აგვისტო; ლაილაში – აგვისტო.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ მიწის სისტემურ რეგისტრაციას 2024 წლის ბოლომდე ყველა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაასრულებს. მიწის სისტემური რეგისტრაცია არ შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებსა და თვითმმართველი ქალაქების: თბილისს, ბათუმს, ქუთაისს, რუსთავსა და ფოთს.

სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მოქალაქეები საფასურის გადახდის გარეშე მიიღებენ შემდეგ მომსახურებებს: მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები; უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია; გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება; სანოტარო მედიაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება; ფაქტების კონსტატაცია; მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტთან იდენტურობის დადგენა; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების და მასში ცვლილების რეგისტრაცია.