ცაგერში ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახლდა

530

ქალაქ ცაგერში ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახლდა. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ამ დროისათვის ცაგერში ქუჩების ასფალტირება მიმდინარეობს, რომლის ღირებულებაც 588 530 ლარს შეადგენს და აღნიშნულ სამუშაოებს შპს“კრისტალი“ ასრულებს.

„ამასთანავე ქუჩების ასფალტირების პროცესი ქვედა ცაგერშიც მიმდინარეობს, სამუშაოებს შპს „ხვამლიXXI“ ასრულებს და პროექტის ღირებულება 788 615 ლარს შეადგენს. ხელისუფლების წარმომადგენლები ქ.ცაგერში აღმაშენებლის ქუჩაზე სკვერის მოწყობის სამუშაოებსაც გაეცნენ, პროექტის ღირებულება 89 799 ლარია, სკვერის მოწყობის სამუშაოებს კი შპს “ტუკა“ ასრულებს. აღნიშნული პროექტები რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. არჩილ ჯაფარიძის განცხადებით, პროექტების განხორციელებისას დაცულია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები და სამუშაოები მაღალი ხარისხის დაცვით მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოების შედეგად სრულად დასრულდება ქალაქ ცაგერის მოასფალტება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.