17 იანვრის ჩათვლით, ორბელიანის მოედნის მიმდებარედ სატრანსპორტო გადაადგილება შეიზღუდება

319

თბილისის მერიის განცხადებით, საახალწლო ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოებისა და ღონისძიებების მიმდინარეობის პერიოდში, ორბელიანის მოედნის მიმდებარედ, ათონელის ქუჩიდან ორბელიანის შესახვევის N13-მდე სატრანსპორტო გადაადგილება შეიზღუდება.

უწყების ცნობით:

  • ზაარბრიუკენის მოედნიდან მშრალი ხიდის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით.
  • მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან ვირსალაძის ქუჩისკენ მიმავალი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ათონელის ქუჩამდე, რის შემდეგაც, მოძრაობას მარჯვნივ მოხვევით, ჭანტურიას ქუჩის მიმართულებით განაგრძობენ.

შეზღუდვა 14 დეკემბრის 11:00 საათიდან 17 იანვრის 00:00 საათამდე იმოქმედებს.