ბოლო სამი წლის მანძილზე აჭარის ბიუჯეტი გასამმაგდა და ნახევარ მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მან განმარტა, აღნიშნული ბიუჯეტით რეგიონის მცხოვრებელთათვის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი და პროგრამა დაიგეგმება.
“მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო სამი წლის მანძილზე აჭარის ბიუჯეტი გასამმაგებულია და შეადგენს ნახევარ მილიარდ ლარზე მეტს, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ დავგეგმოთ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი და პროგრამა ჩვენი მცხოვრებლებისთვის. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ძალიან დიდი ზრდა განათლების მიმართულებით. ეს ეხება როგორც ინფრასტრუქტურას, ასევე განათლების პროგრამებს. შეიძლება აღინიშნოს, რომ უკვე გაისად და შემდეგი სამი თვის განმავლობაში არც ერთი სკოლა არ დარჩება რეაბილიტაციის გარეშე და აშენდება ახალი სკოლები”,- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.