ქვეყნის მასშტაბით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო, მოქალაქეების მიმართვიანობის მატებასთან დაკავშირებით, ცხელი ხაზის დამატებითი ნომრები ამოქმედდა სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციასა და რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტში.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე და ელექტრონულ მეილზე, ასევე, შესალებელია მიწერა ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზეც.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია:
ცხელი ხაზი: 591 85 45 45
ცხელი ხაზი: 591918928
ელ ფოსტა: s.j.gubernia@gmail.com
ცხელი ხაზი: 591 918 818
ცხელი ხაზი: 595 091133
ცხელი ხაზი: 599 20 13 43
ცხელი ხაზი: ნინო ნემსაძე – 591 91 88 78
ცხელი ხაზი: 591 91 11 41
ცხელი ხაზი: 595 09 13 52
ბორჯომი
ცხელი ხაზი: 557 33 73 33
ცხელი ხაზი: 593 353 231
ცხელი ხაზი: 591 311 900
ახალციხე
ცხელი ხაზი: 591 44 97 97
ცხელი ხაზი: 591 449796
ცხელი ხაზი: 595 88 88 44
ცხელი ხაზი: 591 449743
ახალქალაქი
ცხელი ხაზი: 599 967716
ცხელი ხაზი: 595 302480
ცხელი ხაზი: 577 12 27 70
ასპინძა
ცხელი ხაზი: 595 09 88 99
ცხელი ხაზი: 591 918974
ცხელი ხაზი: 591 918275
ადიგენი
ცხელი ხაზი: 551 971119
ცხელი ხაზი: 577 71 57 12
ნინოწმინდა
ცხელი ხაზი: 595 30 05 01
მოქალაქეთა საყურადღებოდ❗⭕ ქვეყნის მასშტაბით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო, მოქალაქეების მიმართვიანობის…
Posted by სამცხე-ჯავახეთის მხარე on ოთხშაბათი, 22 აპრილი, 2020
შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით მთავრობის ცხელი ხაზი — 144 შეიქმნა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვტილებით, მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე 17 აპრილს დაწესებული შეზღუდვა 27 აპრილს მოიხსნება. ამავე პერიოდიდან იგეგმება, ასევე, სხვა შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნაც.
მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობის ინიციატივით და პრეზიდენტის ბრძანებით, საგანგებო მდგომარეობა კიდევ 1 თვით – 22 მაისამდე გაგრძელდა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით შეიზღუდა სასაფლაოზე გასვლაც.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 420 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 107 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 ადამიანი კი გარდაიცვალა.