სენაკის სოფელ ლეძაძამეში ახალი ხიდის მშენებლობა სრულდება

320

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეძაძამეში რამდენიმე დღის წინ სტიქიის შედეგად დანგრეული ხიდის ადგილას, ახალი ხიდის მოწყობა სრულდება.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის სწრაფი და კოორდინირებული მუშაობის შედეგად, გარე სამყაროსთან საავტომობილო მოძრაობის გარეშე დარჩენილი 76 ოჯახი ახალი ხიდით ისარგებლებს. ამავე უწყებების მიერ ასევე აღდგა დაზიანებული ხიდი წალენჯიხის სოფელ ფახულანში.

„სტიქიამ მთლიანად მოშალა საფეხმავლო ხიდი წალენჯიხის მაზანდარას უბანშიც. სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი გუგუჩიას განცხადებით, წალენჯიხაში საფეხმავლო ხიდის ნაცვლად საავტომობილო ხიდის მოწყობა უახლოეს პერიოდში მოხდება. ადგილზე ხიდის დაგეგმარების პროცესს სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, კობა გაბუნიასთან ერთად გაეცნო. ლიტერის სოფელ ლეძაძამეში 5 დღის წინ სტიქიის შედეგად დანგრეული ხიდის ადგილას ახალი ხიდის მოწყობა დასრულების ეტაპზეა. სტიქიამ მთლიანად მოშალა საფეხმავლო ხიდი წალენჯიხის მაზანდარას უბანშიც. სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი გუგუჩიას, განცხადებით, წალენჯიხაში საფეხმავლო ხიდის ნაცვლად, საავტომობილო ხიდი უახლოეს პერიოდში მოეწყობა. ადგილზე ხიდის დაგეგმარების პროცესს სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი გუგუჩია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან კობა გაბუნიასთან ერთად გაეცნო“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.