ბათუმის მერიაში არ იციან, როდის ჩაირთვება ქალაქში საახალწლო განათებები – სამუშაოები ისევ არ დაწყებულა

292

26 დღე ახალ წლამდე და ბათუმი საახალწლო განათებების გარეშე – მერიაში არ იციან, როდის ჩაირთვება ქალაქში სადღესასწაულო განათებები. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

როგორც TV25-ს ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში უთხრეს, მონტაჟისთვის ტენდერი უკვე გამოცხადებულია და სამუშაოები მიმდინარე კვირაში დაიწყება. რაც შეეხება განათებების ჩართვის ზუსტ თარიღს, პასუხისმგებელი უწყებები TV25-ს ერთმანეთთან ამისამართებენ.