„ევროპულმა საქართველომ“ ახალციხის მერობის კანდიდატი წარადგინა

790

პარტიამ „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად ვაჟა ჩიტაშვილი  ოფიციალურად წარადგინა.

„ეს არის ადამიანი, რომელმაც 2016 წელს საპარლამენტო არჩევნები მოიგო, მაგრამ ხელისუფლებამ მოგებული არჩევნები მოპარა. ბრძოლა გრძელდება და ჩვენ ამ ბროძოლას მოვიგებთ!“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ ვაჟა ჩიტაშვილის წარდგენისას.

დაახლოებით, 30 წუთიანი მიმართვისას, ბაქრაძემ ადგილობრივებს პარტიის სამომავლო პრიორიტეტებიც გააცნო და აღნიშნა, რომ თვითმმარველობის არჩევნებში „ევროპული საქართველოს“ გამარჯვების შემთხვევაში, განხორციელდება არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ხალხის დასაქმებას მოემსახურება. გარა ამისა, ბაქრაძემ მაღალჩინოსანთა პრემიებისა და დანამატების დაზოგვის ხარჯზე პენსიების ზრდაზეც ისაუბრა.

„აუდიტის სამსახურის ოფიციალური მონაცემებით ხელისუფლებამ შარაშან პრემიებში და დანამატებში დახარჯა 121 მილიონი ლარი. ეს კი ის თანხაა, რომლის ეკონომიის შემთხვევაშიც მთელს საქართველოში, უკვე ოქტომბრიდან შესაძლებელია პენსიის ზრდა. თუ ჩვენ გავიმარჯვებთ, ახალციხის მცხოვრებლებს პენსია 35 ლარით გაეზრდებათ“, – განაცხადა ბაქრაძემ.

ვაჟა ჩიტაშვილი დარწმუნებულია, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში ახალციხის მუნიციპალიტეტში ბევრი მნიშვნელოვანი პრობლემა მოგვარდება: „ახალციხეში ყველა ოჯახი ვიცი ვის რა უჭრის. ჩემი ამ პოზიციზე მუშაობა ამ ქალაქისა თუ სოფლებისთვის მომგებიანი იქნება, ერთადერთი ვინც შეილება დაზარალდეს, ესენი ჩემი ოჯახის წევრები იქნებიან, რადგან პრივილეგია მათთვის არასოდეს მიმინიჭებია და ენერგიას ყოველთვის მოქლაქეებისთვის ვხარჯავდი“.

„ევროპულმა საქართველომ“ დღეს მხოლოდ მერობის კანდიდატი დაასახელა, ჯერ უცნობია ვინ იქნება, ახალციხის მუნიციპალიტეტის სიის პირველი ნომერიც. პარტიაში ამბობენ, რომ დანარჩენ კანდიდატებს რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებში ეტაპობრივად წარადგენენ.

საქართველოში 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები 22 ოქტომბრს ჩატარდება. არჩევნების დანიშვნის შესახებ კი აქტი 60 დღით ადრე, აგვისტოს ბოლოს გამოიცემა. ამ დროისათვის კი „ევროპული საქართველოს“ გარდა სამცხე–ჯავახეთში არცერთ პარტიას მერობისა თუ გამგებლობის კანდიდატები არ დაუსახელებია.

წყარო: სამხრეთის კარიბჭე