ჯივიპიმ ისანი-სამგორის რაიონში, ჯუმბერ ლეჟავას ქუჩაზე, წყალმომარაგების სისტემაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან“ აცნობეს, აღნიშნული პროექტის ფარგლებში სრულად შეიცვალა 2 კმ სიგრძის წყალმომარაგების ქსელი და ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდა. ამ დროისთვის „ჯივიპი“ პროექტის ბოლო ეტაპს, ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს, ახორციელებს. კომპანიამ პროექტში ერთი მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, აგრძელებს სტაბილური წყალმომარაგებისთვის მნიშვნელოვან, სარეაბილიტაციო პროექტებზე მუშაობას, ყველა რეკომენდაციის დაცვითა და გათვალისიწნებით. კომპანიის ტექნიკური ბრიგადები სრულად აღჭურვილია დამცავი ნიღბებითა და სხვა ყველა საჭირო ინვენტარით,“ – ნათქვამია ინფორმაციაში.