ზუგდიდის სოფელ ოქტომბერში გზა იგება

658

მიუხადავად ქვეყანაში არსებული მდგომარეობისა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან ერთად, ოქტომბერის ადმინისტრაციულ ერთეულში, გზის სარეაბილიტაციო სამუშოები დაათვალიერა.

გზის რეაბილიტაცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებდით ხორციელდება, რომლის ღირებულება 1 122 606 ლარია. რეაბილიტირდება 2200 სიგრძის გზა. რეაბილიტაციასთან ერთად, მოეწყობა სანიაღვრე არხები.