ახალსოფელში სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

589

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში ფინანსდება და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “ჯორჯიან კომპანი” ასრულებს.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა ვალერი ფოცხვერიამ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, ზურაბ გოგიასთნ ერთდ დაათვალიერა და შემსრულებელი კომპანიის წარმოამდგენლებს გაესაუბრა.

მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით 16-მდე სპორტული მოედნის რეაბილიტაცია ჩატარდება.