გლდანში კიდევ ერთი სპორტული მოედანი რეაბილიტირდა

333

გლდანის რაიონში, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, კიდევ ერთი
სპორტული მოედანი რეაბილიტირდა. ამჯერად, შესაბამისი სარეაბილიტაციო
სამუშაოები ჩიქვანაიას N21-ში მდებარე სოციალური ადაპტაციის ცენტრ „აისიში“
ჩატარდა.

ჯამში, გლდანის რაიონში მიმდინარე წელს სპორტული მოედანი 9 მისამართზე
რეაბილიტირდა. გარდა ამისა, ორ მისამართზე სრულიად ახალი ფეხბურთისა და
ერთი კალათბურთის მოედანი ეწყობა.

პროექტისთვის დაახლოებით, 44 244 ლარი დაიხარჯა.