გორის სოფელ არბოში სპორტული მოედნის მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდა

253

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არბოში სპორტული მოედნის მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდა. სამუშაოებისთვის 135 075 ლარია გათვალისწინებული.

პროექტის მიხედვით,  მოედნის მოსაწყობად საჭიროა ტერიტორიის მოსწორება, დაიყაროს ბალასტი. ტეროტორიის მოსწორების შემდეგ, მოეწყოს სპორტული მოედანი.

“მოეწყობა ფილა, სადაც განთავსდება ხელოვნური ბალახის საფარი, ფეხბურთის კარები, კალათბურთის ფარები და განათების ბოძები, სტადიონი შემოიღობება მილი კვადრატებით და ლითონის კუთხოვანებით”, – ნათქვამია საპროექტო დოკუმენტაციაში.

ტენდერით შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან, 60 დღეში უნდა დაასრულოს.