მარნეულში ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა შეწყდა. აღნიშნული ინფორმაცია მარნეულის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.
“ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოსახლეობის დამატებითი რისკებისგან დაცვის მიზნით, მარნეულის მუნიციპალიტეტში, 18 მარტიდან დროებით ჩერდება სატრანსპორტო მომსახურება. (კერძო და მუნიციპალური ტრანსპორტი) აღნიშნული რეკომენდაცია ეხება როგორც ადგილობრივ სამგზავრო გადაყვანას, ისე საქალაქთაშორისო სამგზავრო გადაყვანის მომსახურებას.
სამარშრუტო ტაქსების მუშაობის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს სხდომის ფარგლებში იქნა მიღებული,” – აღნიშნულია მერიის განცხადებაში.