ზუგდიდში საცხოვრებელ კორპუსებს დეზინფექცია ჩაუტარდება

570

ზუგდიდის მერის გიორგი შენგელიას განცხადებით, მრავალბინიან კორპუსებში და დევნილთა დასახლებებში დეზინფექცია ჩატარდება, – ამის შესახებ ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ ვცდილობთ იმ ობიექტების დეზინფექციას, რომელიც პირველ რიგში სადაც არის ვირუსის გავრცელების მეტი რისკი, ასეთ ადგილები არის მრავალბინიანი კორპუსები და დევნილთა ჩასახლებები, სადაც ხვალ 12 საათიდან დაიწყება სადარბაზოების დეზინფექცია სრულად. ასევე ყველაგან სადაც გვექნება შესაძლებლობა საზოგადოების თავშეყრის ადგილებში დეზინფექციას გავაკეთებთ“, – განუცხადა გიორგი შენგელიამ ჟურნალისტებს.

მან ასევე ისაუბრა სამარშრუტო ტაქსების აკრძალვის გამო მუნიციპალური ტრანსპორტისთვის ახალი გრაფიკის დაწესებაზე, სასურსათო მარაგზე და კორონავირუსთან ბრძოლის სხვა პრევენციულ ღონისძიებებზე.