ზუგდიდში ქუჩის აბრებს გამოცვლიან

570

ზუგდიდის გარე იერსახის მოწესრიგებისთვის საკრებულოში შექმნილი დროებითი სამუშაო ჯგუფი შეიკრიბა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

ჯგუფმა მოიწონა ქუჩების დასახელებებისა და ნუმერაციის აღმნიშვნელი აბრის ახალი ნიმუში.

„ბევრი ნიმუში იყო წარმოდგენილი, სამუშაო ჯგუფი საბოლოოდ ამ ნიმუშზე შეჩერდა, რომელზეც გამოსახული იქნება ქუჩის სახელწოდება ასომთავრული შრიფტით, თეთრ ფონზე შავი ასოებით და ნომერი. ჩვენ მერიას მივცემთ რეკომენდაციას, რომ ასეთი აბრები გაკეთდეს“, – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ბესიკ ჭეჟიამ.

აბრები ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2018 წელსაც დამზადდა.