სოხუმი რუსეთს დესტაბილიზაციის მცდელობაში ადანაშაულებს

1180

წინა სტატია

აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ვალერი ბგანბა აფხაზეთში რუსეთის ელჩს ალექსი დვინიანინს შეხვდა. სააგენტო „აფსნიპრესის“ ცნობით, მან ელჩს მიმართვა გააცნო, ამის შესახებ ლაივპრესი წერს.

„მინდა ყურადღება მიაქციოთ, რუსეთის ფედერაციის მასობრივი საშუალებებით, მათ შორის სახელმწიფო მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, პრეზიდენტობის კანდიდატის ასლან ბჟანიას მოწამვლის შესახებ ეყრდნობა ანონიმურ წყაროებს. ამას განვიხილავთ, როგორც აფხაზეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობად, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს სამოქალაქო არეულობა. აფხაზეთის ხელმძღვანელობა მოითხოვს, რომ აფხაზეთის გენპროკურატურას დაუყონებლივ გადაეცეს გამოცემების ხელთ არსებული ფაქტები, სამედიცინო დასკვნები.

რუსეთის გენპროკურატურამ აღძრას სისხლის სამართლის საქმე თითქოს და ასლან ბჟანიას მოწამვლაზე რუსეთის ტერიტორიაზე. ჩვენი მოთხოვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევას განვიხილავთ, როგორც არამეგობრულ აქტს აფხაზეთის რესპუბლიკასთან მიმართებაში და ვიტოვებთ უფლებას დავიცვათ ჩვენი რესპუბლიკის სუვერენიტეტი“, – ნათქვამია მიმართვაში.

2 მარტს აფხაზურმა მედიამ რუსულ გამოცემა „ინტერფაქსზე“ დაყრდნობით გავრცელა ცნობა ასლან ბჟანიას ავამდყოფობის შესახებ. ბჟანიასთან დაახლებული პირი რენატ ქარჩავა პოლიტკოსის შესაძლო მოწამვლაზე საუბრობდა. 3 მარტს, გამოითქვა ვარაუდი, რომ პრეზიდეტობის კანდიდატმა ინსულტი მიიღო, თუმცა მის მომხრეები ამ ვერსიას არ დაეთანხმნენ. ისინი გუშინდე ფაქტო პარლამენტის შენობასთან და ვალერი ბგანბას გადადგომა მოითხოვეს.

დღეს, აფხაზური მედია აქვეყნებს სამედიცინო დასკვნას, სადაც წერია, რომ ასლან ბჟანიას ორმხრივი პნევმონია აქვს.

ასლან ბჟანიას ავადმყოფობის შემდეგ მისმა კონკურენტებმა სოლიდარობის ნიშნად, წინასაარჩევნო კამპანია შეწყვიტეს.

დეფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთში 22 მარტს უნდა გაიმართოს.