ზუგდიდში კორონავირუსის პრევენციის მიზნით საზოგადოებრივ ტრანსპორტს სადეზინფექციო სამუშაოები უტარდება

738

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ზუგდიდში 30 ერთეული საზოგადოებრივი ტრანსპორტი სპეციალური ხსნარით დამუშავდა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი შენგელიას განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებები, ასევე, გატარდება საბავშვო ბაღებში, საჯარო სკოლებში, კულტურულ და სპორტულ დაწესებულებებში.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ შექმნილი გარემოებების გამო 3 და 8 მარტს დაგეგმილი ღონისძიებები გააუქმა. ამასთან, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ახალი რეკომენდაციები გასცა.