ბორჯომის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს

1613

შემდეგი სტატია

ბორჯომის მერი ლევან ლიპარტია და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი დღეს საღამოს, სავარაუდოდ, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს, – ინფორმაციას ამის შესახებ “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში droa.ge-ს უთხრეს, რომ საკითხზე კომენტარს, ჯერჯერობით, ვერ გააკეთებენ.

როგორც “სამხრეთის კარიბჭე” იუწყება, მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, დაკავებულია, ასევე, ადგილობრივი ბიზნესმენი გ.უ. საქმე კი, სავარაუდოდ, მიწების საკითხს ეხება. გამოცემისვე ცნობით, ლიპარტია ხაშურში, გოგიჩაიშვილი და ადგილობრივი ბიზნესმენი გ.უ ბორჯომში დააკავეს და ისინი უკვე გადაიყვანეს თბილისში.

droa.ge მეტი დეტალის გარკვევისთანავე ახალ ინფორმაციას შემოგთავაზებთ.

ფოტო: სამხრეთის კარიბჭე