მერია: ბორჯომის მუნიციპალიტეტში სამი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავი შეიცვალა

355

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტის ფარგლებში, რუსთაველის N 5-ში საცხოვრებელი სახლები სახურავის მასალა შეიცვალა, ხოლო კონსტანტინე გამსახურდიას N 2-ში სახურავის გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს.

ბორჯომის მერიის ინფორმაციით, ასევე მერიის დაფინანსებით სოფელ ყვიბისში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავი შეიცვალა.

„პროექტი შესასრულებლად ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 335 055 ლარი გამოიყო. სამუშაოები შპს „სანიმ“ განახორციელა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში სახურავების გადახურვის პროგრამა რამდენიმე წელია ხორციელდება და მომავალშიც გაგრძელდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.