დმანისის სოფელ განთიადში სტადიონის რეაბილიტაცია დასრულდა.
პროექტის შესაბამისად მოხდა სტადიონის შემოღობვა და დამონტაჟდა ახალი სკამები.
სამუშაო ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა და მისმა სახელშეკრულებო ღირებულებამ 12 757.96 ლარი შეადგინა
ახალი მინი სპორტული მოედანი გაიხსნა ასევე დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსლებში.
დმანისის მერიის ცნობით, უმაღლესი ხარისხის მინი სპორტული მოედნის ტერიტორიაზე, ორიარუსიანი მაყურებელთა ტრიბუნა და ორგანყოფილებიანი რეტერატის შენობა მოეწყო.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის სრული დაფინანსებით განხორციელდა. პროექტის ღირებულებამ შეადგინა 218 000 ლარი.
სპორტული მოედანი და სტადიონი დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ტატუაშვილმა მოადგილეებთან და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების კოორდინაციის განყოფილების უფროსთან ერთად დაათვალიერა.