“გაზის ტრანსპორტირების კომპანია” წითელი ხიდი-წალკა-ახალქალაქის მ/გ-ზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს

297

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია „წითელი ხიდი-წალკა-ახალქალაქის“ მ/გ-ზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას გაზის ტრანსპორტირების კომპანია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურებში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო, მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მ/წ 27 სექტემბერს “წითელი ხიდი-წალკა-ახალქალაქის” 300მმ მაგისტრალურ გაზსადენზე რეაბილიტაციას გეგმავს. კერძოდ, აღნიშნული მაგისტრალის 90.0 და 103.0კმ.-ზე არსებული დაზიანებული მონაკვეთების აღდგენითი სამუშაოები განხორციელდება.

აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 27 სექტემბერს 03:00-დან 14:00- საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ დაგარახლოს, გომარეთის, ყარაბულახისა და წალკის გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს. კერძოდ, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეიზღუდება წალკის მუნიციპალიტეტის ქალაქ წალკაში და ასევე, დმანისის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებში: ყარაბულახი, დაგარახლო და გომარეთი.