საზოგადოება “ზუგდიდელის” წარმომადგენლის ინიციატივაა, მას შემდეგ, რაც ქალაქის მთავარ მოედანზე ღვთისმშობლის მოზაიკას აღმართავენ, ამ მოედანს სახელი შეეცვალოს და ღვთისმშობლის მოედნად იწოდოს,-განაცხადა ვაჟა ფიფიამ მოზაიკის პროექტის პრეზენტაციაზე. მისი თქმით, ამის შემდეგ აღარ იქნება მოსაზრება, რომ ღვთისმშობლის კვართი ზუგდიდიდან გაიტანონ და სამუდამოდ აქ დამკვიდრდება. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
ვაჟა ფიფიას განმარტებით, მას შემდეგ, რაც მოზაიკის პროექტს გაეცნო, მიაჩნია, რომ ის არა მაცხოვრის გორაზე, ფუნიკულიორის მიმდებარედ დაიდგას, არამედ მთავარ მოედანზე.
“ზუგდიდელები ბედნიერები ვართ, რომ ჩვენთან, მსოფლიოში უდიდესი სიწმინდეა დავანებული. ორმაგად ბედნიერები ვიქნებით, როცა დაიდგმება ეს არაჩვეულებრივი მოზაიკური ნიშანი. ახლა მთავარი, სად დაიდგას. ორი ადგილი იყო მინიშნებული, მაცხოვრის გორა და მოედანი. როცა პროექტს გავეცანი, ვთქვი, რომ გორაზე მისი დადგმა შეუძლებელია, და რომ ეს ადგილი უკვე ნაკურთხია სხვა დანიშნულებით. მე მივიღე უცბადვე გადაწყვეტილება, არაჩვეულებრივი იქნებოდა მოედანზე დაედგათ”, – აღნიშნა მან.
ზუგდიდის მთავარ მოედანი დღეს თავისუფლების მოედნის სახელით იწოდება.