აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა 2017-2018 წლებში მსუბუქ ავტომანქანებზე 351.6 ტონა საწვავი დახარჯა. მათ შორის, 188.5 ტონა, ანუ 54% საჯარო მოსამსახურეების პირად საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებებზეა გაცემული.
ამასთან, გამოვლინდა შემთხვევები, როცა ცალკეულ მანქანაზე ერთი დღის განმავლობაში, დროის მცირე ინტერვალში საწვავი ჩასხმულია რამდენჯერმე და მათი ჯამური მოცულობა აღემატება ავზის მოცულობას. მაგალითად, 70-ლიტრიანი ავზის მქონე ავტომანქანაში ერთ ჩასხმაზე 160 ლიტრი საწვავია ცასხმული. ამის შესახებ აუდიტის ანრაგიშშია ნათქვამი.
აუდიტის ცნობით, ზუგდიდის მერია 2-ჯერ მეტი რაოდენობის მანქანას ფლობს, ვიდრე მთავრობის მიერაა რეკომენდირებული.
დოკუმენტში წერია, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2018 წელს 351 საშტატო ერთეული იყო. მთავრობის რეკომენდაციით და ამ საშტატო ერთეულიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტს 10 მანქანის ფლობის რეკომენდაცია აქვს, თუმცა, მუნციპალიტეტის საკუთრებაშია 27 მანქანა, ანუ, 17 მანქანით მეტი.
გარდა ამისა, აუდიტის ცნობით, სამორიგეო და განპიროვნებული ავტომანქანების გარდა, მუნიციპალიტეტი 2017 წელს საწვავს ყოველთვიურად გასცემდა საჯარო მოსამსახურეების მფლობელობაში არსებულ 68-იდან 126 ავტომანქანაზე, ხოლო 2018 წელს – 94-იდან 120 ავტომანქანაზე. წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, მუნიციპალიტეტმა 2017-2018 წლებში მსუბუქ ავტომანქანებზე დახარჯა 351.6 ტონა საწვავი. მათ შორის, საჯარო მოსამსახურეების პირად საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებებზე გაცემულია 188.5 ტონა (54%).
დოკუმენტში წერია, რომ 2017-2018 წლებში მუნიციპალიტეტის მერი და გამგებელი საწვავს
ხარჯავდნენ როგორც მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული განპიროვნებული
ავტომანქანებისათვის, ასევე პირად საკუთრებაში არსებული ტრანსპორტისათვის. კერძოდ, მუნიციპალიტეტის ავტომანქანებზე გაცემულია 25.8 ტონა საწვავი, ხოლო პირად
სარგებლობაში არსებული ავტომანქანების მიერ გახარჯულია დამატებით 2.9 ტონა
საწვავი.
გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილი მონაცემების შესწავლით
გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც საწვავი გამოყენებულია სავარაუდოდ
არაავტორიზებული ავტომანქანებისათვის. კერძოდ, ცალკეულ ავტომანქანაზე ერთი დღის
განმავლობაში, დროის მცირე ინტერვალში, საწვავი ჩასხმულია რამდენჯერმე და მათი
ჯამური მოცულობა საწვავის ავზის მოცულობას აღემატება.
მაგალითად: მანქანაზე, სახელმწიფო ნომრით ZZ818UU, ავზის მოცულობა – 58 ლიტრი, 2017 წლის 11 ოქტომბერს ავზი 5-წუთიანი შუალედით ორჯერ შეავსეს, ჯამში 72 ლიტრი.
იმავე დღეს, 2017 წლის 11 ოქტომბერს მანქანაში სახელმწიფო ნომრით ZZ808UU, ავზის მოცულობა – 70 ლიტრი, 16:53-დან 18:24-საათამდე შუალედში ჩაასხეს 126 ლიტრი ბენზინი.
იმავე მანქანისთვის 2018 წლის 31 იანვარს 12:18 საათზე გამოიყენეს 160 ლიტრი საწვავი;
აუდიტის დასკვნით, ცხრილში ასახული მონაცემები მიუთითებს, რომ ავტორიზებულ ავტომანქანებზე, „აგაი“ სისტემის ჩიპი, სავარაუდოდ, მყარად არ იყო დამაგრებული და მისი გამოყენებით საწვავის ჩასხმა ხდებოდა სხვა ავტომანქანებშიც. არსებობს რისკი, რომ არაიდენტიფიცირებული ავტომანქანების საწვავით გამართვა ხდებოდა პირადი მიზნებისათვის და სამსახურებრივი დანიშნულებით არ გამოიყენებოდა.
აუდიტი ამბობს, რომ ავტომანქანების გაზრდილი რაოდენობისა და თანამდებობის პირების მიერ კერძო ავტომობილებზე დახარჯული საწვავის შესახებ, დაფიქსირებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებულ წინა აუდიტის ანგარიშშიც. მიუხედავად ამისა, მუნიციპალიტეტს (შესაბამის პასუხისმგებელ პირებს) გამოვლენილი გარემოება არ გამოუსწორებია. ამდენად, მუნიციპალიტეტმა სათანადო რეაგირება არ მოახდინა სახელმწიფო საფინანსო-ეკონომიკური კონტროლის უმაღლესი ორგანოს მიერ გამოვლენილ და აუდიტის ანგარიშში ასახულ გარემოებაზე.