მარნეულის მუნიციპალიტეტს 2019 წელს ბიუჯეტში ნაშთის სახით 5 694 000 ლარი დარჩა. ამის შესახებ 23 იანვარს საკრებულო სხდომაზე, მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვუგარ მამედოვმა განაცხადა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
ვუგარ მამედოვის თქმით, აღნიშნული თანხა თავისუფალი ნათში არაა და ის ვალდებულების სახითაა გადაცემული, რომელიც 2020 წელს გაიხარჯება.
„ამ ნაშთით ვალდებულება გვაქვს, რომ 2020 წლის ბიუჯეტში დავაზუსტოთ თავისი ვალდებულებებით. 5 694 000 ლარიდან 988 106 ლარი არის ტრანსფერებიდან, მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხიდან. 2 530 000 ლარი არის თავისი ვალდებულებებით, რომელიც ამ წელში გადმოვიდა. 988 106 ლარიდან მხოლოდ 19 616 ლარია, რომელსაც კანონის ფარგლებში ვერცერთ პროექტზე ვერ გამოვიყენებთ და უკან უნდა დავაბრუნოთ. დანარჩენი ტრანსფერები კი ვალდებულებით გადმოვა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდანაც დარჩა 217 000-მდე ლარი, რომელსაც სამი პროექტის განსახორციელებად გამოვიყენებთ ქალაქ მარნეულში, წერაქვში და აზიზქენდში სპორტული მოედნის მოსაწყობად. საჯარო სკოლების რეაბილიტაციიდან არის დარჩენილი თანხა, რომელსაც 2020 წელს გამოვიყენებთ”,- თქვა ვუგარ მამედოვმა.
ვუგარ მამედოვმა საკითხის წარდგენიისას ყურადღება გაამახვილა 2020 წლის ბუჯეტზე და თქვა, რომ დღევანდელი მდგომარეობით, მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი შეადგენს 44 384 900 ლარს. აქედან 33 423 100 ლარი არის ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრების ფარგლებში, ხოლო 10 961 800 ლარი – სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული თნხა.