ადიგენის მერიასა და საკრებულოში 73 966 ლარის ჯილდო გაიცა

577

ადიგენში საკრებულოს და მერიის თანამშრომლებმა 2019 წელს ჯილდო ორჯერ, აგვისტოსა და დეკემბერში მიიღეს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. 

ადგილობრივ თვითმმართველობაში ჯილდო 73 თანამშრომელმა მიიღო.

ამავე წელს, ცხრა თანამშრომელს დანამატის სახით, ჯამში 9 200 ლარი დაერიცხა.

ადიგენის მერიაში განმარტავენ, რომ 2019 წელს გაცემული ფულადი ჯილდო, წლიური ხელფასის 10%–ის ოდენობას არ აღებატება.

ადიგენის მსგავსაც, 2019 წელს, ორჯერ გაიცა ჯილდო ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოშიც.