ადიგენის მერმა სოფლებში ახალი წარმომადგენლები დანიშნა

383

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს. საკადრო ცვლილებების ფარგლებში, დაბა ადიგენის ჩორჩნის და დერცელის ადმინისტრაციულ ერთეულებში ახალი წარმომადგენლები დაინიშნენ.

ადიგენის მერიის ინფორმაციით, ჩორჩნის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი ზაზა ტაბატაძე, დაბა ადიგენში გადაიყვანეს. ჩორჩანში კი ვახტანგ ზაქაშვილი დაინიშნა. რაც შეეხება დერცელს, აქ ნოდარ გორგაძე ზაზა შავაძემ ჩაანაცვლა.

ამ ეტაპზე, უცნობია, იგეგმება თუ არა წარმომადგენლების შეცვლა სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში.

ადიგენის მერის, ირაკლი ლაზარაშვილის გადაწყვეტილებით, ადგილობრივ თვითმმართველობაში რეორგანიზაცია, დახლოებით, ორი კვირის წინ დაიწყო.