ადიგენის მაღალმთიან სოფელ კეხოვანში გზის მოასფალტება 2023 წლიდან დაიწყება

549

ადიგენის სოფელ კეხოვანში, სადაც ზამთარი ექვსი თვე გრძელდება და სოფელი ხშირად გარესამყაროს წყდება, საავტომობილო გზა მოწესრიგდება. ადიგენის მერია ამჟამად საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტებს ამზადებს, მომავალი წილდან კი ასფალტის დაგება დაიწყება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

“საპროექტო დოკუმენტს კომპანია “აიდიმ” აკეთებს. გზა ორ ეტაპად მოასფალტდება და სამუშაოები 2024 წელს დასრულდება”, – ამბობს ადიგენის მერი გოჩა ქიმაძე.

მისივე თქმით, 7 კილომეტრიანი გზის მასფალტებისთვის დაახლოებით 1,5 მლნ ლარი დაიხარჯება.

ამ პრობლემის მოგვარების მოთხოვნით, ადიგენის მერიას, არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” გასულ წელს მიმართა. TI–მ განცხადებასთან ერთად, ადგილობრივების ხელმოწერებიც შეაგროვა.