კალაძის მოადგილე ვარკეთილში კორპუსის მშენებლობაზე: ანას ბაღის გადიდება და კეთილმოწყობა ხდება

1100

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

თბილისის მერის მოადგილე, ილია ელოშვილი ირწმუნება, რომ ვარკეთილში, ანას ბაღთან კორპუსის მშენებლობით ბაღს საფრთხე არ ემუქრება და პირიქით, განვითარდება. ასე უპასუხა მან ადგილობრივ მოსახლეობას, რომელიც ანას ბაღის დაცვას რამდენიმე თვეა ცდილობს.

კახა კალაძის მოადგილის თქმით, 300 მ² სივრცის მქონე ანას ბაღს კორპუსის მშენებელი კომპანია 200 მ² გადასცემს, გამგეობა კი 300 მ²-ს.

“ინვესტორი, ასევე, დათანხმდა, რომ კეთილმოაწყობს თავიდან ბოლომდე ანას ბაღს და მოუვლის. ანას ბაღის დაზიანება კი არ ხდება, არამედ, პირიქით გადიდება და გალამაზება. ამიტომ, სპეკულაცია იმაზე, რომ ვინმე ანას ბაღს ეხება, ეს არის სრული სიცრუე, ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ”, – განაცხადა კალაძის მოადგილემ.

ცნობისთვის, ანას ბაღის დასაცავად მოსახლეობა აქციას რამდენიმე თვეა მართავს. ადგილობრივების მოთხოვნაა, ვარკეთილში, ზემო პლატოს 21-ე და 22-ე კორპუსების მიმდებარედ არ აშენდეს 10- სართულიანი კორპუსი და ისევ გამწვანება დარჩეს. ერთ-ერთი ბოლო აქცია რამდენიმე დღის წინ, 10 იანვარს გაიმართა, რომლის დროსაც დაპირისპირება მოხდა.

ადგილობრივებსა და კომპანია „გისსონის” დაცვის თანამშრომლებს შორის დაპირისპირებისას, 4 პირი დააკავეს, შემდეგ კი პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას კიდევ 1 პირი დააკავეს.