ვარკეთილში, „ანას ბაღთან“ პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ერთი პირი დააკავეს.
სამართალდამცველებთან შელაპარაკება ადგილობრივების მიერ გზის გადაკეტვას მოჰყვა. პოლიციის თაამშრომლები ამ დრომდე ცდილობენ ტერიტორიის გათავისუფლებას და გზის სავალი ნაწილიდან მოსახლეობის გაყვანას.
ცნობისთვის, ვარკეთილის ზემო პლატოზე, 21-ე და 22-ე კორპუსების მიმდებარედ, სადაც „ანას ბაღის“ ნაცვლად, 10-სართულიანი კორპუსი უნდა აშენდეს, ადგილობრივ მოსახლეობასა და იმ კომპანიის დაცვის წარმომადგენლებს შორის, რომელიც აპირებს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობა განახორციელოს, დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივების მოთხოვნაა, ვარკეთილში, ზემო პლატოს 21-ე და 22-ე კორპუსების მიმდებარედ არ აშენდეს 10- სართულიანი კორპუსი და ისევ გამწვანება დარჩეს.

ადგილობრივებსა და კომპანია „გისსონის” დაცვის თანამშრომლებს შორის დაპირისპირებისას, 4 პირი დააკავეს.