თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატები ალეკო ელისაშვილი და ტატა ხვედელიანი იქნებიან – ამის შესახებ დედაქალაქის მერობის კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.
კოალიციამ “ლელო საქართველოსთვის” და პარტიამ “გახარია საქართველოსთვის” თბილისის მერობის კანდიდატად ირაკლი კუპრაძე დღეს ერთობლივად წარადგინა. საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად კი ამავე კოალიციიდან გიორგი შარაშიძე დასახელდა.




































