ვარკეთილში, „ანას ბაღის” დასაცავად გამართულ აქციაზე 4 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
შსს-ს განმარტებით, დაკავებულებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის დარღვევას ედავებიან, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
„ანას ბაღის” გადარჩენის შესახებ შექმნილ Facebook გვერდზე წერია, რომ კერძო დაცვის 50-მდე თანამშრომელმა „ანას ბაღის” მიმდებარედ დაგეგმილი მშენებლობის შესასვლელიდან ძალით გაიყავანა თეთრი მიკროავტობუსი და სამშენებლო ტრაქტორს ტერიტორიაზე შესვლის საშუალება მისცა. ადგილზე შეკრებილებმა ამ პროცესისთვის ხელის შეშლა სცადეს, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა.
Posted by ანას ბაღის გადასარჩენად on ხუთშაბათი, 09 იანვარი, 2020
ცნობისთვის, ვარკეთილში მოსახლეობა „ანას ბაღში“ კორპუსის მშენებლობას რამდენიმე თვეა აპროტესტებს.