ვარკეთილში “ანას ბაღთან“ აქციაზე, სავარაუდოდ, კიდევ 4 პირი დააკავეს

668

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

ვარკეთილში „ანას ბაღთან“ აქციაზე დაპირისპირების შედეგად, სავარაუდოდ, კიდევ 4 პირი დააკავეს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

სამართალდამცველებმა სამივე პირი ავტომობილებში ჩასვეს და ტერიტორიიდან გაარიდეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ინფორმაციას ამოწმებენ.

შეგახსენებთ, ამავე აქციაზე დღეს 6 პირი დააკავეს. თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის, კახა ბუხრაძის განცხადებით, 4 მათგანი თბილისის საქალაქო სასამართლოში, 2 მათგანი კი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტშია გადაყვანილი.

„ისინი 173-ე და 166-ე მუხლებით არიან დაკავებულნი, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს”,-განაცხადა კახა ბუხრაძემ.

ცნობისთვის, ვარკეთილის ზემო პლატოზე, 21-ე და 22-ე კორპუსების მიმდებარედ, სადაც „ანას ბაღის“ ნაცვლად, 10-სართულიანი კორპუსი უნდა აშენდეს, ადგილობრივ მოსახლეობასა და იმ კომპანიის დაცვის წარმომადგენლებს შორის, რომელიც აპირებს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობა განახორციელოს, დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივების მოთხოვნაა, ვარკეთილში, ზემო პლატოს 21-ე და 22-ე კორპუსების მიმდებარედ არ აშენდეს 10- სართულიანი კორპუსი და ისევ გამწვანება დარჩეს.

ადგილობრივებსა და კომპანია „გისსონის” დაცვის თანამშრომლებს შორის დაპირისპირებისას, 4 პირი დააკავეს, შემდეგ კი პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას კიდევ 1 პირი დააკავეს.