ვარკეთილის ზემო პლატოზე “ანას ბაღთან“ აქციაზე დაპირისპირება მოხდა

336

სტატიის გაგრძელება

ვარკეთილის ზემო პლატოზე, 21-ე და 22-ე კორპუსების მიმდებარედ, სადაც „ანას ბაღის“ ნაცვლად, 10- სართულიანი კორპუსი უნდა აშენდეს, ადგილობრივ მოსახლეობასა და იმ კომპანიის დაცვის წარმომადგენლებს შორის, ვინც აპირებს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობა განახორციელოს, დაპირისპირება მოხდა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

ფიზიკური დაპირისპირებაში ჩაერთო პოლიცია და ცოცხალი ჯაჭვით ცდილობნენ ვითარების განმუხტვას.

ადგილობრივების მოთხოვნაა, ვარკეთილში, ზემო პლატოს 21-ე და 22-ე კორპუსების მიმდებარედ არ აშენდეს 10- სართულიანი კორპუსი და ისევ გამწვანება დარჩეს.

ამ დროისთვის, ადგილზე, ვითარება სტაბილურია.