ზუგდიდში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების 12 ეზო კეთილმოეწყო

602

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მრავალბინიანი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ამჯერად სამუშაოები თამარ მეფის ქუჩაზე მიმდინარეობს, სადაც ასფალტის საფარის დაგება ხდება.

მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგის ფარგლებში, ობიექტი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ დავით ფარცვანიამ და ზუგდიდის მერის პირველმა მოადგილემ გიგა ფარულავამ დაათვალიერეს.

2019 წელს ზუგდიდში 12 მრავალბინიანი კორპუსის შიდა ეზო კეთილმოეწყო, რასაც 1,3 მილიონი ლარი მოხმარდა.

მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყო ბორდიურები, წყალსაწრეტები, გაზონები, მოსასვენებელი სივრცეები, ელექტრო სისტემა და გარე განათება. ასევე 6 ლოკაციაზე მოეწყო საბავშვო მოედნები.

შიდა ეზოებისა და საბავშვო მოედნების მოწყობა, მომავალ წელსაც გაგრძელდება და მას 2 მილიონამდე ლარი მოხმარდება.