რუსთავში მთავარი ნაძვის ხის ასანთებად და საახალწლო სოფლის გასახსნელად ემზადებიან

457

საახალწლო სამზადისი რუსთავში უკვე აქტიურ ფაზაშია. ქალაქი მთავარი ნაძვის ხის ასანთებად და საახალწლო სოფლის გასახსნელად ემზადება.

საახალწლო სოფელი და ქალაქის მთავარი ნაძვის ხე, რუსთავის ცენტრალურ მოედანზე მოეწყობა.

როგორც მერიაში აცხადებენ, სადღესასწსულო ილუმინაციების მონტაჟი თითქმის დასრულებულია კოსტავას გამზირზე.

“რუსთავსერვისცენტრის და მერიის სხვა სამსახურების წარმომადგენლები, მთელი ქალაქის მასშტაბით რამოდენიმე მისამართზე მუშაობენ. თოდრიას ქუჩის, მეგობრობის გამზირის, სკვერების და შიდასაუბნო სივრცეების ქალაქის ცენტრალური გამზირის შუაგამყოგი ზოლის მორთვა, თითქმის 24 საათიან რეჟიმში მიმდიმარეობს.

მთავარი ნაძვის ხის ანთებიდან ყოველდღე, საშობაო სოფელი, სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებით და უამრავი სიურპრიზით უმასპინძლებს რუსთაველებს”, – აცხადებენ რუსთავის მერიაში.