ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 22 სოფელში, ადგილობრივები ბუნებრივი აირის შეყვანას ითხოვენ, მთავრობის განკარგულების მიხედვით, 2021 წლამდე მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მხოლოდ ორი სოფლის გაზიფიცირება იგეგმება. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ სოფლების გაზიფიცირებას „ეს–ჯი–გაზ–კომპანი“ უზრუნველყოფს. ამ ეტაზე 64 სოფლიდან 42–ია გაზიფიცირებული.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 17 ოქტომბრის განკარგულებით, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია 2021 წლამდე ახალქალაქში მხოლოდ ორი სოფლის გაზიფიცირებას გეგმავს. ბუნებრივი აირი შევა პტენასა და ჩუნჩხაში.
გაზიფიცირების მოთხოვნით, სოფელ აბულის მოსახლეობა ხუთ დეკემბერს ნინოწმინდა–ახალქალაქის მაჟორიტარ დეპუტატს ენზელ მკოიანს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.
დეპუტატმა შეხვედრის ამსახველი ფოტოები ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა, სადაც დაწერა, რომ აბულის გაზიფიცირების საკითხი 2020 წელს მოგვარდება.