ქარელის 5 სოფელი გაზიფიცირების გარეშეა დარჩენილი

272

ქარელის მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელში გაზი არ არის. საუბარია ლუთეთზე, აფნისზე, ელბაქიანთკარზე, ორთუბანსა და გვერძინეთზე. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

“სამომავლოდ რომელი სოფლის გაზიფიცირება მოხდება, მე ინფორმაცია არ მაქვს ამას სათაო ოფისში წყვეტავენ. ჩვენ გამზადებული პროექტი გვეგზავნება და შემდეგ ვახდენთ ამ სოფლების დაქსელვას”, – განაცხადა ქარელის სოკარის ოფისის უფროსმა, გივი ბუზიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით,  ამ ეტაპზე ქარელის მუნიციპალიტეტის 67 სოფელია გაზიფიცირებული.

“მიმდინარე პროექტია სოფელი კრობანი, სადაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს გაზის შეყვანის სამუშაოები.”