როდის დაიწყება მიწის სისტემური რეგისტრაცია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში

509

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები იწყება. მუნიციპალიტეტში მიწების რეგისტრაცია მიმდინარე წლის ნოემბერში დაიწყება და 2024 წლის სექტემბერში დასრულდება.

საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგი ასეთია:

2022 წელი – დილისკა – ნოემბერი

2023 წელი – სულდა – მარტი; კარწახი – მარტი; აზავრეთი – მარტი; კოჩიო – ივნისი; ალასტანი – ივნისი; ტურცხი – ივნისი; კოთელია – აგვისტო; ბარალეთი – აგვისტო; ზაკვი – აგვისტო; არაგვა – აგვისტო; ჩუნჩხა – აგვისტო; ხანდო – აგვისტო.

2024 წელი – ახალქალაქი – მაისი; ოკამი – მაისი; ხავეთი – მაისი; პტენა – სექტემბერი; კარტიკამი – სექტემბერი; კუმურდო – სექტემბერი; ვაჩიანი – სექტემბერი; ხოსპიო – სექტემბერი; გოგაშენი – სექტემბერი.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ მიწის სისტემურ რეგისტრაციას 2024 წლის ბოლომდე ყველა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაასრულებს. მიწის სისტემური რეგისტრაცია არ შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებსა და თვითმმართველი ქალაქების: თბილისს, ბათუმს, ქუთაისს, რუსთავსა და ფოთს.

სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მოქალაქეები საფასურის გადახდის გარეშე მიიღებენ შემდეგ მომსახურებებს: მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები; უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია; გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება; სანოტარო მედიაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება; ფაქტების კონსტატაცია; მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტთან იდენტურობის დადგენა; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების და მასში ცვლილების რეგისტრაცია.