დერცელი–კიკიბოს მიმართულებით გზის მშენებლობა მიმდინარეობს

906

წინა სტატია

აქტიურად მიმდინარეობს ადიგენი-მლაშე-მოხე-დერცელი-კიკიბოს დამაკავშირებელი მე-18 კმ-ზე წარმოქმნილი მეწყერის შედეგად დაზიანებული გზის ორი მონაკვეთის მშენებლობა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. 

ადიგენის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში ტყის მასივზე მოეწყობა ახალი 406 გრ/მ ქვიშა-ღორღოვანი გზის საფარი და ორი რკინაბეტონის ხიდი.

პროექტის განხორციელებისათვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 37 5476 ლარი გამოიყო, მიმდინარე სამუშაო პროცესს დღეს, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი ზაქარია ენდელაძე ადგილზე გაეცნო.

ადიგენში, დერცელი–კიკიბოს გზაზე, მეწყერი 2018 წლის 26 მარტს ჩამოწვა. დამეწყრილი ტერიტორია გეოლოგებმა შეისწავლეს და გადაწყდა, რომ ალტერნატიული გზის გაყვანა იყო საჭირო. ადიგენის მერიამ გასულ წელს საპროექტო სამუშაოებზე ტენდერი ორჯერ გამოაცხადა, თუმცა ორჯერვე ჩავარდა, რადგან მასში მონაწილეობა არცერთმა კომპანიამ არ მიიღო. შემდეგ ხელშეკრულება შპს „არალთან“ 12 მაისს გაფორმდა. მშენებლობა ივლისში რამდენიმე ხნით შეჩერდა.