მარნეულის სოფელ ლეჟბადინში სასმელი წყალს მილი გამსკდარია და ქუჩა იტბორება

980

მარნეულის სოფელ ლეჟბადინში სასმელი წყალს მილი გამსკდარია და ქუჩა იტბორება. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის რადიო ავრცელებს. ლეჟბადინელების თქმით, ადგილობრივ თვითმმართველობასა და სასმელი წყლის უზრუნველყოფის სამსახურს მიმართეს, მაგრამ პრობლემა ამ დრომდე მოუგვარებელი რჩება.

ადგილობრივები ამბობენ, რომ თუ პრობლემა ახლო მომავალში არ მოგვარდება წყალი გზასაც გააფუჭებს და სოფელს ახალი პრობლემა შეემატება.

„სახელმწიფომ თანხა გამოგვიყო და ეს გზა გაიყვანეს. აქ დაახლოებით 70-80 ოჯახი ცხოვრობს ეს სასმელი წყალი კი ამ ასფალტზე ათი ადგილიდან ამოდის. ადრე გზა არ გვქონდა, რეზინის ჩექმებით დავდიოდით სოფელში. გააკეთეს და ახლა წყალმა ისევ გააფუჭა. მილი გააკეთონ და ასევე უკვე გზასაც სჭირდება მოხედვა“ – ამბობს ლეჟბადინის მკვიდრი.

როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას შპს „მარნეულის სოფწყალის“ დირექტორმა ნაბი აბდულაევმა თქვა, სოფელი დიდი მუღანლო, ლეჟბადინი, პირველი ქესალო, კაპანახჩი და ქეშალოს ერთი ნაწილი „მარნეულის სოფწყლის“ ბალანსზე არაა, რის გამოც მილის აღდგენით სამუშაოებს ვერ ანხორციელებენ.

„აღნიშნული სოფლები შპს „რუსთავის წყალის“ ბალანსზეა. მართალია ეს სოფლები ხელშეკრულების საფუძველზე ჩვენს შპს-ს გადაეცა, მაგრამ სოფლის მაცხოვრებლებმა ამაზე უარი თქვეს და ჩვენც ისევ „რუსთავ წყალს“ დავუბრუნეთ. მოსახლეობას ვიღაცამ უთხრა, რომ ჩვენს ბალანსზე გადმოსვლის შემთხვევაში სასმელი წყალი გრაფიკით მიაწოდებოდათ, მაგრამ ასე არ იქნებოდა. წყალი ზუსტად ისე იქნებოდა მიწოდებული როგორც ახლა. ამჟმად მოსახლეობა წყლის 1 ტონაზე 1 ლარს იხდის, ჩვენს ბალანსზე კი 1 ტონაზე 40 თეთრს გადაიხდიდნენ. არ ვიცი რატომ გააპროტესტეს“ – აცხადებს ნაბი აბდულაევი.

რადიო „მარნეული“ შპს „რუსთავის წყალს“ დაუკავშირდა. როგორც ოპერატორმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, ლეჟბადინი მართლაც მათ ბალანსზე, სოფელში მომხდარ დაზიანებასთან დაკავშირებით კი ინფორმაცია არ ჰქონიათ. „რუსთავის წყალი“ ლეჟბადინში არსებული სასმელი წყლის მილის დაზიანებას რადიო „მარნეულის“ მიერ მიღებული ინფორმაციის შემდეგ დაიწყებს.