დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული მარნეულის ყოფილი მერი ათლეტიზმის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი გახდა

1246

მარნეულის ყოფილი მერი, რომელიც მოქალაქეს შარდით დაბანას აიძულებდა, ათლეტიზმის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი გახდა,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნიკოლოზ სარალიძე წერს.

საქართველოს ათლეტიზმის ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობა.ფედერაციის პრეზიდენტი – თამაზ შიოშვილივიცე პრეზიდენტი – თემურ აბაზოვივიცე პრეზიდენტი – ნიკოლოზ სარალიძეგენერალური მდივანი – ელგუჯა კვიკვინიაპრეზდიუმი

Posted by ნიკოლოზ ლაშა სარალიძე on კვირა, 10 ნოემბერი, 2019

ცნობისთვის, თემურ აბაზოვი მარნეულის მერი 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე გახდა და აღნიშნულ თანამდებობას რვა თვის განმავლობაში იკავებდა.

14 ივნისს პროკურატურამ ბრალი მარნეულში მცხოვრები ელჩინ ალაჰვერდიევის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი ქმედების გამო წაუყენა. აბოზოვი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს მის საქმესთან დაკავშირებული სასამართლო პროცესები ჯერ კიდევ არ დასრულებულა.

თემურ აბაზოვს მერის უფლებამოსილება 13 თებერვალს ოფიციალურად შეუწყდა.

შეგახსენებთ, რომ თემურ აბაზოვი მარნეულში მოქალაქის, ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე დააკავეს. მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 14 ივნისს შეუფარდა. 13 დეკემბერს კი  გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.