მარნეულის მერია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის გადაბელვის შედეგად მიღებული შეშის გადაცემას გეგმავს. ამის შესახებ “რადიო მარნეულს“ შპს “სუფთა მარნეულის” ხელმძღვანელმა, ლერი მულაძემ უთხრა და აღნიშნა, რომ ხეების გადაბელვა მათ სამსახურში დასაქმებულებმა რამდენიმე დღის წინ დაიწყეს, თუმცა, სამუშაოები უამინდობის გამო შეჩერდა. მულაძის განმარტებით, გადაბელილ ხეებს სოციალურად დაუცველი ოჯახები განცხადების საფუძველზე იღებენ.
“ამინდები არ გვაძლევს საშუალებას, საშიშროებაა ეხლა რომ ვამუშაოთ. როგორც კი ამინდები გამოვა მზად ვართ, 29 ნოემბერს კი დავიწყეთ, მაგრამვერ მივიყვანეთ საქმე ბოლომდე. რამდენიმე ხე გადავბელეთ და დაუჭრელი. განცხადებები არის ხოლმე, სოციალური სამსახური იღებს, ვისაც დიდი ქულები აქვს“
ლერი მულაძის თქმით, ჯერჯერობით, არ იციან თუ რამდენ ოჯახს გადასცემენ გასათბობ საშუალებას, თუმცა მისივე განმარტებით, 2021 წელს, დაახლოებით, 100 ოჯახს გაუნაწილეს გადაბელვის შედეგად მიღებული შეშა.