ზესტაფონის ცენტრალური მოედნის რეკონსტრუქცია ნოემბერში დასრულდება

572

წინა სტატია

ცენტრალური მოედნის რეკონსტრუქცია ნოემბრის თვეში დასრულდება.

“ქალაქის ცენტრალური მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. რეკონსტრუქციის ფარგლებში, აღმაშენებლის მოედანზე, ავტოსაგზაო კვანძის გაუქმების გარეშე, დასასვენებელი პარკი მოეწყობა. განახლებულ ტერიტორიაზე სხვადასხვა ტიპის და სტრუქტურის ინვენტარი განთავსდება. დამონტაჟდება განათების სისტემა. ახალი სივრცე ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის”, – აცხადებენ მერიაში.

ამასთან, როგორც კომპანიის წარმომადგენლები განმარტავენ, პროექტის ფარგლებში ძირითადი სამუშაოები ოქტომბრის ბოლოს, ხოლო სრული რეაბილიტაცია ნოემბერში დასრულდება.

ქალაქის ცენტრალური მოედნის რეაბილიტაციას სამშენებლო კომპანია “ბილდმორი“ ახორციელებს.

ცენტრალურ მოედნის რეაბილიტაციაზე 557 177 ლარი იხარჯება. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.