აჭარის ტელევიზია
“თვითმმართველობის მიმართულებით”
2020 წლიდან ქედის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მონაწილეობით ბიუჯეტირებაში ჩართვა შეეძლება. მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამას ქედის მერია მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაიწყებს და ამისათვის 300 000 ლარს გამოყოფს. შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობა მერიისთვის იმ პროექტების წარდგენას შეძლებს, რომელიც მნიშვნელოვნად მიაჩნია.
პროგრამა გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით განხორციელდება.
რა შესაძლებლობებს აძლევს მოქალაქეებს მონაწილეობითი ბიუჯეტი – ვრცლად ამის შესახებ გადაცემიდან – “თვითმმართველობის მიმართულებით” – შეიტყობთ.